კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


"სტუდენტები თვიმმართველობისთვის" - საბოლოო შედეგები და რეიტინგული სია
"სტუდენტები თვითმმართველობისათვის"
მესამე ეტაპის პირველადი შედეგები და აპელაცია
სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად
შეხვედრა სტუდენტებთან
სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად
ახალი ინიციატივა სტუდენტური გუნდებისათვის
სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად
18-06-2015

18 ივნისს, 14:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის  ქუჩა N9) შედგა საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზაცია „მოქალაქის“ ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში იმართება. 

 

პროექტი „სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად“  კონკურსში მონაწილე სტუდენტური გუნდებისა თუ წევრების მიერ საინტერესო და რაციონალური ბიზნესპროექტების წარმოდგენას ითვალისწინებს.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანი მონაწილეთათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო. შეხვედრას დაესწრო ორგანიზაცია „მოქალაქის“, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები, რომლებიც უპასუხეს მონაწილეთა კითხვებს.

 

ორგანიზაცია „მოქალაქისა“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე  (www.mokalake.ge www.naec.ge ) განთავსებულია პროექტის გზამკვლევი.

 

სტუდენტების მიერ წარმოდგენილ ბიზნესპროექტებს ორ ეტაპად შეაფასებენ შესაბამისი დარგის ექსპერტები.  პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კონკურსანტები მიიღებენ რეკომენდაციებს, რაც მათ ბიზნესგეგმის კვალიფიციურად მომზადებასა და დახვეწაში დაეხმარება.

 












youtube
+ (032) 223 01 03