კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის ატვირთვა
მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის ატვირთვა შესაძლებელი იქნება 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით.
საინფორმაციო შეხვედრა
სტუდენტები თვითმმართველობისათვის პროექტის ფარგლებში
საინფორმაციო შეხვედრა
13-04-2016

12 აპრილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ მონაწილეებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია „მოქალაქის“ წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე ექსპერტები დაესწრნენ.

მესამე ეტაპზე კონკურსანტებმა კონცეპტუალური დოკუმენტი „მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა“ უნდა წარმოადგინონ. აღნიშნული დოკუმენტის მომზადებამდე გუნდები ადგილებზე, საქართველოს 50 მუნიციპალიტეტში გაეცნენ არსებულ ვითარებას, შეხვდნენ მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩაატარეს კვლევები და მოამზადეს ანალიტიკური დოკუმენტი. თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა მომზადდეს.

მესამე ეტაპში მონაწილეობას 50 გუნდი იღებს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები და მათთვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური განვითარებული თვითმმართველობის მქონე ევროპის ქვეყნებში.




youtube
+ (032) 223 01 03