კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


სტუდენტები თვითმმართველობის მხარდასაჭერად - გზამკვლევი
მესამე ტურის გზამკვლევი
ანალიტიკური დოკუმენტის ატვირთვა
სტუდენტური გუნდები ანალიტიკური დოკუმენტის ატვირთვას 30 მარტის ჩათვლით შეძლებენ
53 გუნდი მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა
სტუდენტები თვითმმართველობის მხარდასაჭერად პროექტის კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული 53 გუნდი მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა
ღია კარის დღე
კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა.
სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად
01-06-2015

ორგანიზაცია "მოქალაქე" კოსნკურსის "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" მონაწილეებს მადლობას უხდის თვითმმართველობის საკითხებისადმი გამოჩენილი ინტერესისა და პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოსათვის. ორგანიზაცია სთავაზობს პროექტში მონაწილე სტუდენტებს მხარდაჭერას საინტერესო, რაციონალური ბიზნეს პროექტების განხორციელებაში და ამ მიზნით იწყებს ახალ პროექტს: კონკურსში "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" მონაწილე თითოეულ გუნდს ან გუნდის წევრს ინდივიდუალურად (იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი გუნდი ვერ მონაწილოებს კონკურსში) საშუალება ეძლევა წარმოადგინოს ბიზნეს პროექტი. 


კონკურსი ითვალისწინებს გზამკვლევში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად სათანადოდ არგუმენტირებული ბიზნეს გეგმის მომზადებას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე










youtube
+ (032) 223 01 03