კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტური
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტური ჩატარდება 8 აპრილს, ქ. თბილისის N51 საჯარო სკოლაში
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მეორე ტურის საბოლოო შედეგები
დადგინდა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები
გთავაზობთ 12 თებერვალს ჩატარებული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის პირველად შედეგებს.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური
2017 წლის 12 თებერვალს ჩატარდება სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური
01-02-2017

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 12 თებერვალს სპეციალურად შერჩეულ სკოლებში ჩატარდება.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ დატანილი იქნება საგამოცდო ბარათზე. მოსწავლეები მოსაწვევ ბარათებს თავიანთ სკოლებში მიიღებენ.
გამოცდისათვის რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება. ტესტირება 3 საათს გაგრძელდება. მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური კომპიუტერულად ჩატარდა და მან მთელი საქართველოს მასშტაბით 2197 გამარჯვებული გამოავლინა. მეორე ტურში მონაწილეები ტესტის რვეულებსა და პასუხების ფურცლებზე იმუშავებენ, არაქართულენოვანი მოსწავლეები კი შესაბამის ენაზე თარგმნილ ვერსიას მიიღებენ.

რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ტესტი 55 ქულიანია და 22 დავალებისაგან შედგება. შეფასდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე.წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარი. ასევე შემოწმდება, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.




youtube
+ (032) 223 01 03