კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი
მომდევნო ტურში გადავიდა რეიტინგული სიის სათავეში მყოფი 2165 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური 27 ნოემბერს ტარდება.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადისათვის რეგისტრაცია 1 ნოემბერს დაიწყება
2016-2017 სასწავლო წლის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადისათვის“ რეგისტრაცია 1 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს 18:00 საათზე დასრულდება.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური
01-02-2017

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 12 თებერვალს სპეციალურად შერჩეულ სკოლებში ჩატარდება.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ დატანილი იქნება საგამოცდო ბარათზე. მოსწავლეები მოსაწვევ ბარათებს თავიანთ სკოლებში მიიღებენ.
გამოცდისათვის რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება. ტესტირება 3 საათს გაგრძელდება. მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური კომპიუტერულად ჩატარდა და მან მთელი საქართველოს მასშტაბით 2197 გამარჯვებული გამოავლინა. მეორე ტურში მონაწილეები ტესტის რვეულებსა და პასუხების ფურცლებზე იმუშავებენ, არაქართულენოვანი მოსწავლეები კი შესაბამის ენაზე თარგმნილ ვერსიას მიიღებენ.

რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ტესტი 55 ქულიანია და 22 დავალებისაგან შედგება. შეფასდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე.წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარი. ასევე შემოწმდება, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.




youtube
+ (032) 223 01 03