კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი
მომდევნო ტურში გადავიდა რეიტინგული სიის სათავეში მყოფი 2165 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური 27 ნოემბერს ტარდება.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადისათვის რეგისტრაცია 1 ნოემბერს დაიწყება
2016-2017 სასწავლო წლის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადისათვის“ რეგისტრაცია 1 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს 18:00 საათზე დასრულდება.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები
გთავაზობთ 12 თებერვალს ჩატარებულისამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორეტურის პირველად შედეგებს.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 2017 წლის 2 და 6 მარტს 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. 

 


ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი სახით.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის მონაწილეს შეიძლება მოემატოს ან დააკლდეს შეფასება ან ნაშრომის ქულა დარჩეს უცვლელი.

მეორე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მესამე ტურში. მესამე ტურში გავლენ ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მოხვდებიან რეიტინგული სიის პირველ ორას მონაწილეს შორის. ოლიმპიადის მესამე ტურში გავლენ ასევე ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომელთა ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში ბოლო (მე-200) ადგილზე მყოფი ოლიმპიადის მონაწილის ქულას.


სისტემაში შესასვლელად შესაბამის ველში უნდა ჩაიწეროს პირადი ნომერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ცხელ ხაზს 2 47 33 33.









youtube
+ (032) 223 01 03