კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


სტუდენტები თვითმმართველობის მხარდასაჭერად - გზამკვლევი
მესამე ტურის გზამკვლევი
ანალიტიკური დოკუმენტის ატვირთვა
სტუდენტური გუნდები ანალიტიკური დოკუმენტის ატვირთვას 30 მარტის ჩათვლით შეძლებენ
53 გუნდი მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა
სტუდენტები თვითმმართველობის მხარდასაჭერად პროექტის კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული 53 გუნდი მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა
ღია კარის დღე
კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა.
ღია კარის დღე
23-12-2014

კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა.

 

კონკურსის შესარჩევი ეტაპის საბოლოო შედეგებით 53 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გუნდები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ახალციხის უმაღლესი სასწავლებლებიდან არიან.

 

ღია კარის დღეზე გუნდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კონკურსის მომდევნო ეტაპების შესახებ. სტუდენტების კითხვებს უპასუხეს ორგანიზაცია „მოქალაქისა“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.

 

პროექტის მომდევნო ტურის დაწყებამდე გუნდები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს თვითმმართველობის საკითხებსა და კვლევის მეთოდოლოგიაში.

 

სხვა პრიზებთან ერთად გამარჯვებული გუნდის წევრებისათვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური განვითარებული თვითმმართველობის მქონე ევროპის ქვეყნებში.

 




youtube
+ (032) 223 01 03