კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - გამარჯვებულების დაჯილდოება
2015 წლის 4 ივნისს გაიმართება სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება
მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური
11-22-2014

საქართველოს მაშტაბით მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური.

პირველი ტურის მსვლელობას თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში ორგანიზაცია "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აკვირდებიან. 

ოლიმპიადის პირველ ტურში საქართველოს ყველა რეგიონის 1277 სკოლის 22 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია და საქართველოში აქამდე ჩატარებულ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ამ რაოდენობის მონაწილე არ დაფიქსირებულა.

 ორგანიზაცია "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით "ოლიმპიადა მიმდინარეობს ერთ საგანში. ეს არის სამოქალაქო განათლება. ძალიან საინტერესო საგანია. ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეებში აამაღლოს ამ საგნის ცოდნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ჩვენი პირველი პროექტი. ძალიან კმაყოფილები ვართ, მოსწავლეების აქტიურობით და იმედი გვაქვს, რომ ძალიან კარგი შედეგები გვექნება". 




youtube
+ (032) 223 01 03