კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - გამარჯვებულების დაჯილდოება
2015 წლის 4 ივნისს გაიმართება სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური
01-29-2015

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური 8 თებერვალს ჩატარდება

 

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველ ტურში 2 016 გამარჯვებული გამოვლინდა  თბილისიდან და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან.

 

მეორე ტური თბილისსა და რეგიონებში, სპეციალურად შერჩეულ სკოლაში ჩატარდება.  მოსაწვევებს 30 იანვრისათვის ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი მიიღებს.  მოსწავლეებ მოსაწვევი ბარათები თავიანთ სკოლებში მიეწოდებათ.

 

მოსწავლეები ოლიმპიადაზე მოსაწვევით უნდა გამოცხადდნენ, სადაც მითითებული იქნება ოლიმპიადის ჩატარების ადგილი და რეგისტრაციის დაწყების დრო. რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება. ტესტირება 3 საას გაგრძელდება.

 

რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ტესტი  55 ქულიანია და 22 დავალებისგან შედგება: 15 დავალება დახურულბოლოიანია, ხოლო 7 - ღიაბოლოიანი. ტესტით შეფასდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის. . დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარი.  ასევე შემოწმდება, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური კომპიუტერულად ჩატარდა, მეორე ტურის მონაწილეები კი ტესტის რვეულსა და პასუხების ფურცლებზე იმუშავებენ. არაქართულენოვანი მონაწილეები ტესტის შესაბამის ენაზე თარგმნილ ვერსიას მიიღებენ.

 

 

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის პროექტია. პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 










youtube
+ (032) 223 01 03