გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის საბოლოო შედეგებს
უმაღლესი ქულის მქონე 20 მოსწავლე (128 ქულა და მეტი) გაემგზავრება ენის კურსებზე ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში. ოლიმპიადის გამარჯვებულები ქუთაისის, ხელვაჩაურის, ბათუმის, ცაგერის, ტყიბულის, ლენტეხის, ამბროლაურის, მცხეთის, თბილისის სკოლებიდან არიან.
ორგანიზაცია "მოქალაქე" დასკვნითი ეტაპის მონაწილე დანარჩენ 21 მოსწავლესაც დააჯილდოებს.