კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


სტუდენტები თვითმმართველობისათვის
მესამე ეტაპის დავალებების წარდგენა სტუდენტურ გუნდებს 31 მაისის ჩათვლით შეეძლებათ
ინფორმაცია გუნდების მუნიციპალიტეტებში განაწილების შესახებ
პროექტი "სტუდენტები თვითმმართველობისთვის"
ტრენინგები პირველი ტურის გამარჯვებული გუნდებისათვის
კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ შემდეგი ტურის მონაწილეებისათვის ტრენინგები 20 დეკემბერს დაიწყო
"სტუდენტები თვითმმართველობისთვის" - პირველი ეტაპის შედეგები
გამოქვეყნდა პროექტ "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" პირველი ეტაპის შედეგები
"სტუდენტები თვითმმართველობისათვის" - საბოლოო შედეგები

გთავაზობთ კონკურსის "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" საბოლოო შედეგებს .

თქვენი შეფასება ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება და მოიცავს: პროექტით განსაზღვრული დოკუმენტებისა (ანალიტიკური და კონცეპტუალური) და პრეზენტაციის შეფასებებს.

შეგახსენებთ, რომ პროექტით განსაზღვრული დოკუმენტების მაქსიმალური ქულა 110-ია (ანალიტიკური დოკუმენტში მაქსიმალური ქულა 50-ია, კონცეპტულურში კი - 40, ეს უკანასკნელი კოეფიცინტით 1.5 შედის საბოლოო ქულაში), პრეზენტაციის მაქსიმალური ქულა კი 50-ია.

ორივე ნაწილისთვის ითვლება ე.წ. ნორმირებული ქულები (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე). კერძოდ, თქვენ მიერ ანალიტიკურ და კონცეპტუალურ დოკუმენტებში მიღებული ქულა იყოფა 110-ზე (პირველი ნაწილის ნორმირებული ქულა), პრეზენტაციაში მიღებული ქულა კი იყოფა 50-ზე (მეორე ნაწილის ანუ პრეზენტაციის ნორმირებული ქულა).

იქედან გამომდინარე, რომ საბოლოო შეფასებაში (საკონსკურსო ქულა) ანალიტიკური და კონცეპტუალური დოკუმენტების წილი 60%-ია, პრეზენტაციის წილი კი - 40%, პირველი ნაწილის ნორმირებული ქულა მრავლდება 0.6-ზე, მეორე ნაწილის ნორმირებული ქულა მრავლდება 0.4-ზე; ნამრავლი იკრიბება, მიღებული ჯამი კი წარმოადგენს საკონკურსო ქულას.

*საკონკურსო ქულა დამრგვალდება 4 ნიშნის სიზუსტით.










youtube
+ (032) 223 01 03