სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის პირველი ეტაპი 10 აპრილს თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურში 230 მოსწავლე მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე მონაწილეებმა დაწერეს არგუმენტირებული ესე შეთავაზებულ თემაზე. ესეს საშუალებით შეფასდება მოსწავლის მიერ პრობლემის გადაწყვეტის, სამოქალაქო კონცეფციების გამოყენების, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი. ამ ეტაპის შედეგად გამოვლენილი 40 საუკეთესო მოსწავლე სპეციალური კომისიის წინაშე წარადგენს მის მიერ დაწერილ ესეს.