2015 წლის 30 აპრილს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ა(ა)იპ „მოქალაქის" და „საზოგადოება 2030"-ის ორგანიზებით გაიმართა ეკონომიკური კონფერენცია - „საქართველოს ეკონომიკა - მიღწევები და გამოწვევები".
კონფერენციას ორგანიზაციების - „მოქალაქე" და „საზოგადოება 2030", დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საექსპერტო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდების და უნივერსიტეტების 70-მდე წარმომადგენელმა.
ღონისძიებაზე გაკეთდა მოხსენებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ თემებზე, რომლებსაც „საზოგადოება 2030"-ის წევრებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა წარადგინეს.
კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი მნიშველოვანი საკითხები, როგორიცაა ეროვნული ვალუტის კურსი, ქვეყნის ეკონომიკის პრობლემები და პრიორიტეტები, საწარმოო ჰაბის პროექტი, სავალუტო ბაზარი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ.