კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ შემდეგი ტურის მონაწილეებისათვის ტრენინგები 20 დეკემბერს დაიწყო 12 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. რამდენიმე დღის განმავლობაში გუნდები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს თვითმმართველობის საკითხებსა და კვლევის მეთოდოლოგიაში. მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.