გთავაზობთ კონკურსის "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" ანალიტიკური დოკუმენტის და კონცეპტუალური დოკუმენტის გასწორების პირველად შედეგებს .
აქვე გთავაზობთ ანალიტიკური დოკუმენტის შეფასების სქემას და კონცეპტუალური დოკუმენტის შეფასების სქემას .
სააპელაციო განაცხადები მიიღება 21 ივნისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრონულად, ფოსტაზე naec@naec.ge
სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ გამოქვეყნდება რეიტინგული სია (ანალიტიკური დოკუმენტის ქულას ემატება კონცეპტუალური დოკუმენტის ქულა გამრავლებული 1,5-ზე)
რეიტინგული სიით საუკეთესო 20 გუნდი პრეზენტაციით წარდგება სპეციალური ჟიურის წინაშე. სწორედ პრეზენტაციების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული 10 გუნდი.
პრეზენტაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
გისურვებთ წარმატებას!