კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - მესამე ტური
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის პირველი ეტაპი გაიმართება 4 აპრილს
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის სიახლე
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის აღწერა და მოთხოვნები
მეორე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები
გამოვლინდა მეორე ტურის გამარჯვებულები
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის სიახლე
23-03-2015

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტური ორ ეტაპად გაიმართება:

 

 

I ეტაპი - არგუმენტირებული ესე


პირველ ეტაპზე მონაწილეებმა უნდა დაწერონ არგუმენტირებული ესე შეთავაზებულ თემაზე. ესეს საშუალებით შეფასდება მოსწავლის მიერ პრობლემის გადაწყვეტის, სამოქალაქო კონცეფციების გამოყენების, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი. აგრეთვე, ზოგადი ერუდიცია, სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომა. ესე უნდა მოიცავდეს პრობლემის, სიტუაციის ანალიზსა და შეფასებას, გარკვეული პროცესების განვითარების არგუმენტირებულ პროგნოზირებას, პრობლემის მოგვარების ინდივიდუალურ დასაბუთებულ ხედვას, საკუთარ მოსაზრებებსა და დასკვნებს.

 

სასურველია,  ესე შედგებოდეს   400-500 სიტყვისაგან,  200 სიტყვაზე ნაკლები მოცულობის ესე არ შეფასდება. თემის დასაწერად მოსწავლეებს მიეცემათ 3 საათი. მესამე ტურის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩევა 40 საუკეთესო ესეს ავტორი.

 

 

II ეტაპი - პრეზენტაცია


პირველი ეტაპის შედეგად გამოვლენილი 40 საუკეთესო მოსწავლე სპეციალური კომისიის წინაშე წარადგენს პირველ ეტაპზე მის მიერ დაწერილ ესეს. პრეზენტაციისას შეფასდება მოსწავლეთა ზეპირი მეტყველება, პრეზენტირების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობა, სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და დასმულ კითხვებზე სხარტი და არგუმენტირებული პასუხი. ერთ პრეზენტაციას დაეთმობა 10-15 წუთი.

 

კომისიის წევრები შეაფასებენ მოსწავლეთა პრეზენტაციებს და შეარჩევენ 20 საუკეთესო პრეზენტატორს. სწორედ ეს 20 მოსწავლე იქნება სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებული.

 

გამარჯვებული მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება დისკუსია სპეციალურად შერჩეულ აქტუალურ თემაზე. თემას მოსწავლეები უშუალოდ დისკუსიის დაწყების წინ შეიტყობენ.

 

დისკუსია ჩაიწერება და მომზადდება, როგორც სატელევიზიო გადაცემა, რომელიც ნაჩვენები იქნება ტელეკომპანია GDS-ის ეთერით, ასევე განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე. საუკეთესო ესეები გამოიცემა კრებულის სახით.  

 

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის I ეტაპი ჩატარდება ქალაქ თბილისში, 2015 წლის 4 აპრილს. მასში მონაწილეობას მიიღებს 201 მოსწავლე, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ოლიმპიადის პირველი ორი ტური. II ეტაპი ჩატარდება მაისის დასაწყისში.  

 

 




youtube
+ (032) 223 01 03