12 აპრილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ მონაწილეებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია „მოქალაქის“ წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე ექსპერტები დაესწრნენ.
მესამე ეტაპზე კონკურსანტებმა კონცეპტუალური დოკუმენტი „მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა“ უნდა წარმოადგინონ. აღნიშნული დოკუმენტის მომზადებამდე გუნდები ადგილებზე, საქართველოს 50 მუნიციპალიტეტში გაეცნენ არსებულ ვითარებას, შეხვდნენ მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩაატარეს კვლევები და მოამზადეს ანალიტიკური დოკუმენტი. თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა მომზადდეს.
მესამე ეტაპში მონაწილეობას 50 გუნდი იღებს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები და მათთვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური განვითარებული თვითმმართველობის მქონე ევროპის ქვეყნებში.