2016-2017 სასწავლო წლის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადისათვის“ რეგისტრაცია 1 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს 18:00 საათზე დასრულდება. ოლიმპიადაში მონაწილეობა IX-XII კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. რეგისტრაციის გასავლელად მათ საკუთარი სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.