კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


ასპინძაში დაიწყო საზაფხულო ეკობანაკის ფუნქციონირება
ასპინძაში დაიწყო ორგანიზაცია "მოქალაქის" ინიციატივით ორგანიზებული 2017 წლის საზაფხულო ეკობანაკის ფუნქციონირება.
ასპინძაში დაიწყო საზაფხულო ეკობანაკის ფუნქციონირება
07-27-2017

ასპინძაში დაიწყო ორგანიზაცია "მოქალაქის" ინიციატივით ორგანიზებული 2017 წლის საზაფხულო ეკობანაკის ფუნქციონირება.
ეკობანაკი მასპინძლობს "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში" გამარჯვებული მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

საზაფხულო ეკობანაკები ძირითადად ეწყობა დაცულ ტერიტორიებთან ახლოს, რათა მოსწავლეებს საშუალება მიეცეთ უკეთ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობა. ასპინძის ეკობანაკის სტუმრებმა მოინახულეს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს და რეგიონის ღირსშესანიშანაობები.

ეკობანაკების პროგრამაში ინტეგრირებულია როგორც საგანმანათლებლო, თემატური ტრენინგები და კვლევითი სამუშაოები, ასევე მრავალი სპორტული ღონისძიება, შემეცნებითი თამაში და სათავგადასავლო მოგზაურობა. ასევე ბანაკის პროგრამა უზრუნველყოფს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოზარდებში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მეშვეობით.

ორგანიზაცია "მოქალაქე" 2014 წლიდან მართავს "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადებს".
ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.

 










youtube
+ (032) 223 01 03