18 მაისს, 11:00 საათზე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის მეორე ეტაპი ჩატარდება.
ოლიმპიადის მესამე ტურის პირველი ეტაპის შედეგად გამოვლინდა 43 საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც სპეციალური კომისიის წინაშე წარადგენენ თავიანთ დაწერილ ესეს.
პრეზენტაციისას შეფასდება მოსწავლეთა ზეპირი მეტყველება, პრეზენტირების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობა.
მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).